ქალაქში არის კულტურის დაწესებულებები: აკაკი წერეთლის სახელობის ჭიათურის დრამატული თეატრი, კინო-თეატრი, რიტუალების სასახლე, მხატვრის სახლი, ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი და კულტურის სასახლე. ჭიათურაში მოსწავლეთა კულტურულ აღზრდას ემსახურება კულტურის ცენტრთან არსებული „მსახიობთა სკოლა“, ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ჩანგი“, ხალხური ცეკვის ანსამბლები: „მერცხალი“, „ფესვები“ და „ანსამბლი-XXI“, ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლი „იმერეთი“, საესტრადო სიმღერის შემსწავლელი სკოლა „ნატვრისთვალი“, სამეჯლისო-სპოტრული ცეკვების სტუდიები: „დანს-ფორუმი“, „გრაცია“ და „ელეგანტი“.
ყოველწლიურად 29 სექტემბერს მოსახლეობა აღნიშნავს ტრადიციულ folk დღესასწაულს „ჭიათურობას“, რომელიც ეძღვნება ქალაქ ჭიათურის დღეს.